ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ხვიჩას უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ...“ - სანიოლმა კვარას ტრავმაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Ligue 1+-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი გაამხნევა. სანიოლმა განაცხადა, რომ კვარას ტელეფონით უკვე ესაუბრა და თანადგომა გამოუცხადა.

რას ამბობს სანიოლი:

„სამწუხაროა, რადგან კვარაცხელიას უკან გარდა იმისა, რომ პსჟ-ს ბევრი გულშემატკივარია, მთელი საქართველო დგას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მოწყენილია. მე უკვე ვესაუბრე ხვიჩას ტელეფონით ბოლო დღეებში და... მოკლედ, ის მოწყენილია, მაგრამ იცის, რომ ესეც ამ პროფესიის ნაწილია. ზოგჯერ ისეთი მიზეზების გამო გვიწევს გაჩერება, რომლის ახსნაც ყოველთვის მარტივი არაა. მაგრამ იცის, რომ წინ რამდენიმე რთული თვე ელის, თუმცა შეძლებს მუშაობას და როგორც ყველა ვიმედოვნებთ, თავისი კლუბისა და ნაკრებისთვის უფრო ძლიერი დაბრუნდება“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ტრავმა „ბარსელონასთან“ მატჩში, ხავი ესპარტისთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა — მარჯვენა ფეხს ვერ დგამდა და მოგვიანებით კატასტროფული დიაგნოზი დადასტურდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სავარაუდო დრო და ადგილი ცნობილია - სად ჩაუტარდება ხვიჩას ოპერაცია?!
    სავარაუდო დრო და ადგილი ცნობილია - სად ჩაუტარდება ხვიჩას ოპერაცია?!