სანდრო მამუკელაშვილი, ოსტინ რივზი
Aa
Aa

„კარგი ადამიანი ხარ“ | მამუ ჟურნალისტს ოსტინ რივზის ჩაწერაში დაეხმარა

სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ის რეგულარული სეზონი ზედიზედ სამი გამარჯვებით გახსნა. „გოლდენ სტეიტ უორიორსისა“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ შემდეგ „მამუმ“ და კომპანიამ „იუტა ჯაზს“ მოუგეს — 132:123.

მატჩის შემდეგ „ლეიკერსის“ კალათბურთელი, ოსტინ რივზი ჟურნალისტებს ესაუბრა და ერთ-ერთ მათგანს მამუკელაშვილი დაეხმარა. სანდრომ ჟურნალისტს ტელეფონი გამოართვა და რივზს ძალიან ახლოს მიუტანა, რათა მისი სიტყვები მკაფიოდ ჩაეწერა.

„კარგი ადამიანი ხარ“, — უთხრა რივზმა ქართველ თანაგუნდელს, შემდეგ კი მის ქმედებაზე გაეცინა.

ცნობისთვის, „იუტას“ წინააღმდეგ სანდრომ პარკეტზე 20 წუთი და 57 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება იყო. სანდრომ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, რასაც 6-დან 4 ზუსტი საჯარიმო სროლა დაუმატა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დონჩიჩის 52-ქულიანი შოუ იუტასთან | სანდრომ 21 წუთი ითამაშა და 9 ქულა ჩააგდო
    დონჩიჩის 52-ქულიანი შოუ იუტასთან | სანდრომ 21 წუთი ითამაშა და 9 ქულა ჩააგდო