„ეს ძალიან კარგად გამოსდის“ | დონჩიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ NBA-ის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 22 ოქტომბერს გამართავს. ქართველი კალათბურთელის გუნდის მეტოქე „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ გახლავთ — „ლეიკერსი“ სტეფ კარისა და კომპანიას საშინაო არენაზე დაუპირისპირდება.
მამუკელაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა რეგულარული სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთი ვარჯიში გამართეს. მისი დასრულების შემდეგ „ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და „მამუზეც“ ისაუბრა.
„შეტევების ორგანიზების მხრივ სანდრო ძალიან კარგია. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მას შეტევების ორგანიზება ძალიან კარგად გამოსდის. ჩვენ მისთვის სტიმულის მიცემას ვაგრძელებთ, რომ დაცვაში მოხსნის შესრულების შემდეგ ბურთი წამოიღოს და შეტევა თავად განავითაროს. ამის წყალობით, უფრო სწრაფები ვიქნებით“.
ცნობისთვის, „გოლდენ სტეიტთან“ მატჩის შემდეგ „ლეიკერსს“ ლოს ანჯელესური დერბი ელოდება — 24 ოქტომბერს ჯეი ჯეი რედიკის ბიჭები „კლიპერსს“ დაუპირისპირდებიან. მამუკელაშვილის გუნდი პირველ გასვლით შეხვედრას 26 ოქტომბერს, „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს