2 ქულა უნიკახასთან - ანდორაში ანდრონიკაშვილის დებიუტი შედგა
რატი ანდრონიკაშვილმა ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო დივიზიონში „ანდორას“ მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „უნიკახას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 84:92 დათმო.
საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 9 წუთი და 20 წამი გაატარა, ამ დროის განმავლობაში კი მხოლოდ 2 ქულა დააგროვა.
25 წლის ანდრონიკაშვილს „ანდორასთან“ ერთთვიანი კონტრაქტი აკავშირებს. სწორედ ამ პერიოდის დასრულების შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა ქართველი კალათბურთელი ესპანურ კლუბში თამაშს.
„ანდორა“ ანდრონიკაშვილისთვის ესპანეთის ჩემპიონატში მეორე გუნდია — კარიერის განმავლობაში ის „ობრადოიროს“ ღირსებასაც იცავდა.