19 ქულა 21 წუთში - მამუკელაშვილის მორიგი მაგარი მატჩი ლეიკერსში
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ს წინასასეზონო ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა და „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდა, რომელიც 114:110 დაამარცხა.
თავისი დრო რა თქმა უნდა მიიღო მამუკელაშვილმა, რომელმაც ამჯერადაც გამორჩეული მატჩი ჩაატარა. სანდროს მონაგარი 21 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 4 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. მამუმ 6-დან 3 ზუსტი სამიანი ჩააგდო, 4-დან ოთხივე ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო.
მასზე ეფექტური გუნდში მხოლოდ ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 25 წუთში 23 ქულა ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ ეს მამუკელაშვილისთვის „ლეიკერსში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩია. ორი დღის წინ, ქართველმა ფორვარდმა „გოლდენ სტეიტს“ 18 წუთში 15 ქულა ჩაუგდო.
„ლეიკერსი“ მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს კვლავ „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავს.