რიდის 9 ქულა - ბაჰჩეშეჰირმა ლიდერობა განიმტკიცა
თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში „ბაჰჩეშეჰირი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული გამთამაშებელი მარკის რიდი იცავს, საკუთარ კედლებში „ქორფეზი“ გაანადგურა - 114:78.
მარკის რიდმა პარკეტზე 19:26 წუთი გაატარა და ამ დროში 9 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. რიდმა 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ერთადერთხელ ისროლა და არ შეცდა.
„ბაჰჩეშეჰირის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო მალაჩი ფლინი იყო (19 ქულა), „ქორფეზს“ კი ასევე 19 ქულით ჯონათან დევისმა ულიდერა.
„ბაჰჩეშეჰირი“ 8 მოგებითა და 1 წაგებით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია და მომდევნო ტურში 5 დეკემბერს „პეტკიმს“ ესტუმრება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს