შერმადინის 6 ქულა - ტენერიფეს მორიგი გამარჯვება ევრო თასზე
ევრო თასის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე თურქ ტელეკომს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 91:88 დაამარცხა.
გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 13 წუთი და 26 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში ვეტერანმა ქართველმა 6 ქულას, 4 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
შერმადინმა მატჩის მიმდინარეობისას სამიდან ორი 2-ქულიანი გამოიყენა. ორი საჯარიმო ტყორცნიდან ორივე ზუსტი აღმოჩნდა.
4 მოხსნიდან 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი კი მეტოქის. ჯამში გიორგიმ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ამ მატჩის შემდეგ, ლაგუნა ტენერიფე ევრო თასის გათამაშების ლიდერია. 8 მატჩი, 7 მოგება, 1 მარცხი - ასეთია ვიდორეტას გუნდის შედეგი.
???? ¡Nunca dejes de creer! ???? ¡Qué manera de competir! ¡Nos lo llevamos sobre la bocina tras levantar un -17! ???????? #VamosCanarias https://t.co/7tnJdW8if0
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) November 17, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს