გიორგი მამარდაშვილი, ფაბრიციო რომანო, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ვითარება სულ უფრო რთულდება“ | რომანომ მამარდაშვილსა და ალისონზე ისაუბრა

ავტორიტეტულმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ, „ლივერპულის“ მეკარეებზე ისაუბრა. რომანომ ალისონ ბეკერის „ენფილდზე“ დარჩენა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ „წითლებს“ ადრე თუ გვიან გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

„თუ შესაფერისი შანსი გაჩნდება, არ გამიკვირდება, 2027 წლის ზაფხულში ალისონმა „ლივერპული“ დატოვოს. ბრაზილიელ მეკარეს ხელსაყრელი პირობებით ახალი კონტრაქტი რომ შესთავაზონ, არც ის გამიკვირდება, „ენფილდზე“ დარჩეს. საბოლოოდ, ყველაფერი „ლივერპულზეა“ დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, არის შანსი, ალისონმა „ენფილდი“ არ დატოვოს, თუმცა ბრაზილიელი მეკარისა და გიორგი მამარდაშვილის გარშემო შექმნილი ვითარება სულ უფრო რთულდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მამარდაშვილი არ არის ფეხბურთელი, რომელსაც სურს, სათადარიგო გოლკიპერად განუსაზღვრელი ვადით დარჩეს. ის მეორე მეკარის როლს ასრულებს მანამ, სანამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გაჩნდება. ასე რომ, ადრე თუ გვიან, „ლივერპულს“ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“.

შეგახსენებთ, რომ ალისონის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება. ბრაზილიელმა მეკარემ „ლივერპულში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებს, არსად წავა. „წითლებს“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ესპანეთის 43-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 10-კაციანმა ინგლისმა დაასრულა
    ესპანეთის 43-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 10-კაციანმა ინგლისმა დაასრულა