ჰარი კეინი, ინგლისის საფეხბურთო ნაკრები, ნიკო უილიამსი, ლამინ იამალი, მიკელ ოიარსაბალი, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ესპანეთის 43-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 10-კაციანმა ინგლისმა დაასრულა

უეფას ერთა ლიგის A ლიგის მე-3 ჯგუფის მე-6 ტურში ესპანეთმა „ვანდამეტროპოლიტანოზე“ ინგლისის ნაკრებს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა, რითაც 43-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა.

შეხვედრა საკმაოდ დრამატული და სანახაობრივი გამოდგა, სადაც ესპანეთს მატჩის გადარჩენის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა ტრაფორდის გმირობის შედეგად, ინგლისელებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება, თანაც 10 კაცით.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე კონსამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 57-ე წუთზე კი ბენ უაითმა ესპანელთა კარში მესამე გოლი გაიტანა და „სამი ლომი“ 3:0 დაწინაურდა.

მესამე გოლიდან მალევე, ანდერსონმა მეკარესთან პირისპირ გასული იამალი წესების დარღვევით შეაჩერა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო და ტუხელის გუნდი მოედანზე 10 კაცით დარჩა. შედეგად პენალტი დაინიშნა, რომელიც ოიარსაბალმა ზუსტად შეასრულა და სტუმართა კარში ერთი ბურთი გაქვითა. 75-ე წუთზე ნიკო უილიამსმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა „ფურია როხამ“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, თამაშის გადარჩენა ვეღრ მოახერხა.

ამრიგად, ესპანეთი 2023 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა და ჯგუფში ლიდერობაც დაკარგა. ჯგუფური ეტაპი ინგლისმა პირველ ადგილზე დაასრულა, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი კი მეორე პოზიციაზე გავიდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს 45 წუთი შეუმჩნევლად გაფრინდა“ - რონალდინიო დაბრუნდა და პრე-ასისტიც შეასრულა
    „ეს 45 წუთი შეუმჩნევლად გაფრინდა“ - რონალდინიო დაბრუნდა და პრე-ასისტიც შეასრულა