აკაკი ტაბუცაძე
Aa
Aa

დუბლი და მსოფლიო რეიტინგის ხუთეული - ტაბუცაძემ ისტორია დაწერა

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე ტონგას უმასპინძლა და 55:31 გაიმარჯვა.

აღნიშნული მატჩი აკაკი ტაბუცაძისთვის ისტორიული გამოდგა. ქართველმა მორაგბემ დუბლი გაიფორმა და მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა.

მას ნაკრებში 56 ლელო მოუგროვდა და მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო მელელოვეების ხუთეულში შევიდა!

პირველ ადგილს დაისუკე ოჰატა იკავებს 69 სანაკრებო ლელოთი. მეორე პოზიციაზე 67 ლელოთი ბრაიან ჰაბა გახლავთ. 64 ლელო დევიდ კამპეზეს ანგარიშზეა, რომელიც რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. შეინ უილიამსი კი 60 ლელოთი მეოთხეა.

ტაბუცაძე სტატისტიკის გაუმჯობესებას 21 ნოემბერს, 18:00 საათზე, მ.მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს წინააღმდეგ შეეცდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები