რაგბი | 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
Aa
Aa

რაგბი | 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 24:19 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

View this post on Instagram

A post shared by Rugby Europe (@rugby_europe)

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს. ქართველებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში სამჯერ შეაღწიეს, ნიდერლანდელებმა კი ერთი ლელოთი უპასუხეს. პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 19:7 მოიგო.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა შეხვედრის დასკვნით ნაწილში ნიდერლანდელებმა ორი ლელოს დადება შეძლეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის დარჩენილი შეტევები მოიგერიეს და გამარჯვება შეინარჩუნეს.

View this post on Instagram

A post shared by Rugby Europe (@rugby_europe)

საქართველოს ნაკრებიდან ლელოები საბა მერებაშვილმა, ლუკა ჭაკუამ, გიორგი ბერძენიშვილმა და მათე ბერუაშვილმა დადეს. ჭაკუამ ორი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლეს. გადამწყვეტ შეხვედრაში მათი მეტოქე ესპანეთისა და ჩეხეთის ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იქნება.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ფინალი 14 ნოემბრით თარიღდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გამანადგურებელი სხვაობით - საქართველომ კანადა დაამარცხა
    გამანადგურებელი სხვაობით - საქართველომ კანადა დაამარცხა