U18 ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ პოლონეთი დაამარცხა
Aa
Aa

U18 ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ პოლონეთი დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა კანადის ასაკობრივ გუნდს დამაჯერებლად, ანგარიშით 45:15 მოუგო და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

საქართველო მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა. ლელოებით თავი მიხეილ მგალობლიშვილმა, გიორგი ქევანიშვილმა, ალექსანდრე მამაიაშვილმა, ჯაბა ჯიბღაშვილმა, გეგი გიორგობიანმა, ბართლომე ხამაშურიძემ და ნიკოლოზ ჯანგულაშვილმა გამოიჩინეს.

ასევე გამოსარჩევია ლუკა ჭაკუა, რომელმაც 5 ზუსტი გარდასახვა შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი ქულები შემატა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ნიდერლანდებისა და პორტუგალიის დაპირისპირებაში გაირკვევა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები