საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყეს

ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის მზადებას შეუდგნენ.

გაფართოებულ შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილებაა. ბურჯების - ლაშა ფხაკაძისა და გიორგი მელიქიძის ნაცვლად, ნოემბრის კამპანიაში გუნდს ინგლისის პრემიერშიფის ‘ექსეთერ ჩიფსის’ მოთამაშე ნიკა აბულაძე და ტოპ 14-ის ‘ტულონის’ ბურჯი ბექა გიგაშვილი დაეხმარებიან.

ნოემბერში ბორჯღალოსნები სამ თამაშს თბილისში, „ავჭალასა“ და „მიხეილ მესხზე“ გამართავენ: 7 ნოემბერს კანადასთან “ავჭალაზე”; 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” ტონგასთან; ხოლო 21 ნოემბერს აშშ-სთან “მიხეილ მესხზე”. სამივე შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი აშშ-ა, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა - წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2026 წლის ნოემბრის მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის:

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ვანო კარკაძე (ოიონა), ლუკა გოგინავა (ბეზიე), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), კახაბერ დარბაიძე (ბიარიცი);

მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), კოტე მიქაუტაძე (ბრივი), გიორგი ჯავახია (ანგულემი);

მესამე ხაზი: მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), ბექა გორგაძე (პო), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა შვანგირაძე (ლიონი);

ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (ანგულემი), თემურ ძოძუაშვილი (შავი ლომი);

მგეზავი: ლუკა მატკავა (ოიონა), დაჩი პაპუნაშვილი (მონტობანი);

ცენტრი: გიორგი შველიძე (ბრივი), დავით ბარბაქაძე (ლიონი), გიორგი ხაინდრავა (ნიცა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), ლუკა ტაბატაძე (შავი ლომი);

ფრთა: ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

შეგახსენებთ, ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიური პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ა ჯგუფი (ამერიკის და წყნარი ოკეანის) კანადას, ჩილეს, სამოას, ტონგას, ურუგვაის და აშშ-ს აერთიანებს; ბ ჯგუფში (ევროპა, აზია და აფრიკა) საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი მოხვდნენ.

თითოეული გუნდი, ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში, წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ევროპის გუნდური ჩემპიონატი | როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
    ევროპის გუნდური ჩემპიონატი | როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა