გიორგი გაგუა
Aa
Aa

გაგუა გამოარჩიეს | მისი გოლი თვის საუკეთესო გოლის ნომინაციაზეა წარდგენილი

„დუნაისკა სტრადას“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი გაგუას პრესტიჟული ჯილდოს მოგების შანსი აქვს. 25 წლის შემტევი ოქტომბრის საუკეთესო გოლის ჯილდოზეა ნომინირებული და მისი კონკურენტები იან ბერნატი, ფილიპ აზანგო, აინელ სოარეში და ბალშა მრვალიევიჩი არიან.

სლოვაკეთის ჩემპიონატში გაგუას მიერ, „რუჟემბეროკის“ კარში შეგდებული ბურთი გამოარჩიეს. ქართველმა ფეხბურთელმა მე-5 წუთზე გაიტანა და ორი ეფექტური ცრუმოძრაობის შემდეგ ცაციათი დაბალ კუთხეში შეაგდო.

გაგუას კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს: 25 წლის შემტევმა სლოვაკეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მის აქტივში 5 გოლი და 5 საგოლე პასია. კონფერენს ლიგის ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა („ველეჟ მოსტართან“) და 1 საგოლე გადაცემა („ტვენტესთან“) შეასრულა. სლოვაკეთის თასზე, ჩატარებულ ერთ მატჩში, მის ანგარიშზე 1 გოლია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მეექვსე ადგილი უსამართლობაა“ | მიქაუტაძის მიხედვით, კვარა მინიმუმ ტოპ 5-ს იმსახურებდა
    „მეექვსე ადგილი უსამართლობაა“ | მიქაუტაძის მიხედვით, კვარა მინიმუმ ტოპ 5-ს იმსახურებდა