„ის ამას პატარა ფროზინონეში აკეთებს...“ - კვერნაძე მბაპეს, იამალისა და დიომანდეს გვერდით
გიორგი კვერნაძე მიმდინარე სეზონში სერია A-ს გამორჩეული მოთამაშეა. იქნება ეს წარმატებული დრიბლინგები, თუ შექმნილი შანსები - ქართველი ყველგან ლიდერებშია.
Planet Football ბრიტანული სპორტული გამოცემაა (Planet Sport-ის ქსელის ნაწილი), რომელიც Opta-ს ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა და მათი განახლებული სტატისტიკის თანახმად, კვერნაძე ევროპის TOP 5 ლიგაში წარმატებული დრიბლინგების მაჩვენებლით მოწინავე ხუთეულში იმყოფება.
კვერნაძეს ჯუდ ბელინგემიც 29 დრიბლინგით უთანაბრდება, თუმცა უკეთესი ეფექტურობის პროცენტის გამო მეოთხე პოზიციას ქართველი ინარჩუნებს. გასულ თვეში „ფროზინონეს“ მარცხენა გარემარბი სამეულში იყო, თუმცა იან დიომანდეს საოცარი პროგრესის შემდეგ მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო დრიბლიორების ხუთეული ასე გამოიყურება:
1) ლამინ იამალი - 43
2) კილიან მბაპე - 35
3) იან დიომანდე - 31
4) გიორგი კვერნაძე - 29
5) ჯუდ ბელინგემი - 29
„კვერნაძე შეიძლება ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი გვარია, თუმცა ის ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველი გარემარბი არ არის, ვის გამოც აღფრთოვანება ღირს.
კვერნაძე სერია A-ს კლუბ „ფროზინონეში“ თამაშობს და ჩემპიონატს შესრულებული დრიბლინგებით ლიდერობს.
მისი 29-იანი მაჩვენებელი სჯობს „ინტერის“, „რომასა“ და „კომოს“ ვარსკვლავების შედეგებს. ის ფაქტი, რომ ის ამას პატარა „ფროზინონეში“ აკეთებს, ამ ყველაფერს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის“.
- წერს ბრიტანული გამოცემა Planet Football-ი.

ბოლო ტურში „ტორინოსთან“ მატჩში კვერნაძეს 5 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, რის შემდეგაც სტატისტიკა კიდევ უფრო გაიუმჯობესა.
საშუალოდ მატჩში კვერნაძე 2.9 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებს, რაც სერია A-ში საუკეთესო შედეგია. გიორგი უსწრებს სერია A-ს ისეთ ვარსკვლავებს, როგორიც კომოს სენეგალელი შემტევი ასანე დიაოა (2.7), რომას არგენტინელი შემტევი მატიას სოულე (2.2), ფიორენტინას ლიდერი ფრანკო მასტანტუონო (2) და თვით ნიკო პასი (2), რომელიც ამჟამად იტალიაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახლავთ.
WhoScored-ის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემთა ბაზაში გიორგი კვერნაძე იტალიის სერია A-ს მოთამაშეთა საერთო რეიტინგში ტოპ-10 ფეხბურთელს შორის (7.45 საშუალო შეფასებით) მე-7 ადგილს იკავებს. მისი მონაცემები გამუდმებით იზრდება და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურებზე აიწევს.
და ბოლოს...
ფროზინონე ევროპის ტოპ-5 ლიგაში ის გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, ვინც სულ მცირე 5 გოლში მიიღო მონაწილეობა - ასეთი 5 მოთამაშეა:
რაიმონდო - 8 (8 გოლი + 0 საგოლე პასი)
კვერნაძე - 7 (3 გოლი + 4 საგოლე პასი)
შმიდი - 6 (2 გოლი + 4 საგოლე პასი)
კალო - 5 (4 გოლი + 1 საგოლე პასი)
ჟეჯემი - 5 (1 გოლი + 4 საგოლე პასი)
5 - Il #Frosinone è la squadra che conta più giocatori che hanno preso parte ad almeno 5 gol in questa stagione nei Big-5 campionati europei, ben 5: Raimondo - 8 (8G+0A) Kvernadze - 7 (3G+4A) Schmid - 6 (2G+4A) Calò - 5 (4G+1A) Ghedjemis - 5 (1G+4A) Comitiva. #FrosinoneTorino https://t.co/DYlhg1mdVB
— OptaPaolo (@OptaPaolo) November 1, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს