ლიონელ მესი
Aa
Aa

გოლი და საგოლე გადაცემა | ლიონელ მესიმ ინტერ მაიამის მოაგებინა

ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და MLS-ის მიმდინარე სეზონში მე-16 გამარჯვება მოიპოვა. არგენტინელი ფეხბურთელის გუნდმა სამი ქულა მძიმე ბრძოლაში აიღო და „ნიუ ინგლენდ რევოლუშენი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა.

„ინტერ მაიამის“ გამარჯვება „ლა პულგას“ დამსახურებაა. მატჩში ანგარიში 53-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, რის შემდეგაც მესიმ ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი მეტოქის კარი თავად აიღო. 69-ე წუთზე ლეომ ხერმან ბერტერამეს გაატანინა, 14 წუთში კი თავად შეაგდო.

მესიმ კარიერაში 937-ე გოლი გაიტანა და მის ანგარიშზე 428 საგოლე გადაცემაცაა. 39 წლის ფეხბურთელი 26 გოლით MLS-ის ბომბარდირთა დავის ლიდერია და მეორეადგილოსან პეტარ მუსას 4 ბურთით უსწრებს. „ლა პულგა“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და MLS-ის მიმდინარე სეზონში მასზე მეტჯერ ეს ჯილდო არავის მოუგია.

ცნობისთვის, MLS-ის პლეიოფების დაწყებამდე ერთი შეხვედრა დარჩა. მესის გუნდს 59 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილს იკავებს. რეგულარულის ბოლო მატჩს „ინტერ მაიამი“ 7 ნოემბერს, „შარლოტის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამარდა ისევ არ ათამაშეს | ლივერპული არსენალთან დამარცხდა
    მამარდა ისევ არ ათამაშეს | ლივერპული არსენალთან დამარცხდა