სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

მე-5 საგოლე მოქმედება სეზონში | ნარიმანიძის მორიგი კარგი მატჩი სლოვაკეთში

სლოვაკეთის ჩემპიონატში ჟილინამ შინ მიხალოვცე 4:1 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ჟილინა 25 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ დუნაისკა სტრედას, რომელიც მიმდინარე ტურის მატჩს დღეს ჩაატარებს, 7 ქულით ჩამორჩება.

ანგარიში მე-8 წუთზე სანდრო ნარიმანიძის პასით ჰრანიცამ გახსნა. ქართველმა მცველმა თავი კარგად წარმოაჩინა, თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ამ მატჩში ნარიმანიძის მსგავსად მიხალოვცეს ქართველმა ცენტრალურმა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ 90 წუთი ითამაშა, 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ნარიმანიძემ სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, 925 წუთი ითამაშა, 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. 11-დან 10 შეხვედრაში 90 წუთი მინდორზე იყო. გამონაკლისი მხოლოდ მე-11 ტურის მატჩია, როცა რუჟომბეროკს გაუტანა და 25-ე წუთზე გააძევეს.

21 წლის სანდრო ნარიმანიძე სლოვაკურ კლუბში 2025 წლის დასაწყისში გადავიდა. 1,5 სეზონში გოლი გატანილი არ ჰქონდა, ამ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, სლოვაკეთის თასზე ბრწყინვალედ გოლი შეაგდო, თუმცა ეს გოლი Transfermarkt-ის მონაცემთა ბაზაში არაა. ასე რომ, შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სალია პირველ გუნდში დაწინაურებას ცდილობს | Shields Gazette-ს სტატია ქართველზე
    სალია პირველ გუნდში დაწინაურებას ცდილობს | Shields Gazette-ს სტატია ქართველზე