სევილიას აკადემიის კაპიტანი საქართველოს ნაკრებში (U16) | ვინ არის საბა გოგიძე
საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანდრო კობახიძემ რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის „სევილიას“ აკადემიის ფეხბურთელი, 14 წლის საბა გოგიძე გამოიძახა.
საბა გოგიძე 2012 წლის 15 თებერვალს ესპანეთის ქალაქ კორდობაში დაიბადა. საქართველოსა და ესპანეთის მოქალაქეა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში დაიბადა და ესპანეთში ცხოვრობს, ქართული კარგად ესმის და მშობლიურ ენაზე საუბრობს.
პირველი საფეხბურთო ნაბიჯი ქალაქ კორდობას კლუბ „სენეკაში'' გადადგა და უკვე 5 წელია „სევილიას“ აკადემიის მოთამაშეა. საბა 1,74 მ სიმაღლის ცაცია ცენტრალური მცველია და ამჟამად „სევილიას“ აკადემიაში კადატე ბ-ს (Cadete B) გუნდში თამაშობს, გუნდის კაპიტანია. ამ ასაკობრივ გუნდში 14 და 15 წლის ფეხბურთელები ირიცხებიან.
საბას საფეხბურთო კერპები კარლეს პუიოლი და სერხიო რამოსი არიან.
2024 წელს „სევილიას“ 12-წლამდე გუნდთან ერთად ანდალუსიის თასი მოიგო.
სტატისტიკური ვებგვერდის, Apreferente-ს ცნობით, 2025-26 წლების სეზონში საბამ 25-დან 24 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა (20 გამარჯვება, 4 ფრე, 1 მარცხი). მის ანგარიშზე 1 გოლია. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, 6-დან 5-ში სასტარტო თერთმეტეულში იყო (5 მოგება, 1 ფრე).
საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლამდე საბამ „ბეტისის“ წინააღმდეგ ითამაშა, იხილეთ კადრები აღნიშნული მატჩიდან. ტრადიციულად, საბა მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზეა.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან 0:1 დამარცხდა. საბამ ცვლილებაზე მარცხენა ცენტრალურ მცველად ითამაშა (დაახლოებით 25 წუთი). 16-წლამდე ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ ისევ რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ითამაშებს. შეხვედრა 4 ნომებერს, 16:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს