გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძეს ახალი მწვრთნელი ეყოლება | უდინეზემ ცვლილებები გადაწყვიტა

გიორგი ჩაკვეტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ავტორიტეტული იტალიური გამოცემების მიხედვით, „უდინეზეს“ ხელმძღვანელობამ კოსტა რუნიაიჩის გაშვება გადაწყვიტა. სერია A-ს ბოლო ტურში „პატარა ზებრები“ საშინაო კედლებში „რომას“ დაუპირისპირდნენ და 2:5 განადგურდნენ.

SportMediaSet-ის მიხედვით, „უდინეზეს“ მესვეურებმა ცვლილებები სწორედ ამ ფიასკოს შემდეგ გადაწყვიტეს. რუნიაიჩის გაშვება ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება და „ბიანკონერის“ მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავს.

ჯანლუკა დი მარციოსა და ორაციო აკომანდოს ინფორმაციით, „უდინეზეს“ პაოლო ძანეტი ჩაიბარებს. იტალიელი სპეციალისტი უკლუბოდაა და ბოლოს „ვერონაში“ მუშაობდა, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტზეც 64 შეხვედრა ჩაატარა. „ვერონამდე“ ის „ემპოლის“, „ვენეციასა“ და „ასკოლის“ წვრთნიდა.

„უდინეზეს“ მკაცრი პირობები აქვს. კლუბი არ აპირებს, ახალ დამრიგებელთან გრძელვადიანი ხელშეკრულება დადოს და მასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდება. თუ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დასახულ მიზნებს მიაღწია, ხელშეკრულება ორი წლით გახანგრძლივდება. დი მარციო დასძენს, რომ „პატარა ზებრები“ სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალი შანსი ძანეტის აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გოლი და საგოლე გადაცემა | ლიონელ მესიმ ინტერ მაიამის მოაგებინა
    გოლი და საგოლე გადაცემა | ლიონელ მესიმ ინტერ მაიამის მოაგებინა