გიორგი კვერნაძე, მასიმილიანო ალვინი
Aa
Aa

გეჯემისმა კვერნაძე შეაქო | ფროზინონე ტოპ 5 ჩემპიონატში პირველია

იტალიის სერია A-ს მეათე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „ტორინო“ 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 80 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი პასით ფარეს გეჯემისმა ისარგებლა და მატჩში ანგარიში გახსნა.

შეხვედრის შემდეგ ალჟირელი ფორვარდი ადგილობრივ პრესას ესაუბრა და კვერნაძე შეაქო: „ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ. გიორგი კვერნაძე ტოპ ფეხბურთელია და ჩვენ მოედნის მიღმაც ვმეგობრობთ“.

მასიმილიანო ალვინის გუნდს 10 ტურში 24 გოლი აქვს გატანილი და 20 ქულით სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. OptaPaolo-ს მიხედვით, ამ მომენტისთვის „ფროზინონეს“ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აქვს და მინიმუმ ხუთი საგოლე მოქმედების მქონე ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავს — 5. „კანარინის“ მხრიდან ხუთი საგოლე მოქმედება ანტონიო რაიმონდოს (8 გოლი), გიორგი კვერნაძეს (3 გოლი, 4 ასისტი), რომანო შმიდს (2 გოლი, 4 ასისტი), ჯაკომო კალოსა (4 გოლი, 1 ასისტი) და ფარეს გეჯემისს (1 გოლი, 4 ასისტი) აქვთ.

ცნობისთვის, „ტორინოსთან“ მატჩში „ფროზინონესთვის“ ერთი ძალიან ცუდი რამ მოხდა — რაიმონდომ ტრავმის გამო მოედანი 30-ე წუთზე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, იტალიელი ფორვარდის დაზიანება რამდენად სერიოზულია და მოედანზე როდის დაბრუნდება. კვერნაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს გამართავს და სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რასინგი რეალთან დამარცხდა - გულიაშვილი 82-ე წუთიდან ათამაშეს
    რასინგი რეალთან დამარცხდა - გულიაშვილი 82-ე წუთიდან ათამაშეს