რასინგი რეალთან დამარცხდა - გულიაშვილი 82-ე წუთიდან ათამაშეს
ლა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი გულიაშვილის „რასინ სანტანდერი“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
ქართველი შემტევი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 82-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 0:3 იყო. ამ დროის განმავლობაში გულიაშვილმა პრაქტიკულად ვერაფერი მოასწრო და ბურთსაც მხოლოდ ხუთჯერ შეეხო. მის ანგარიშზე 2-დან 1 ზუსტი პასი (ისიც საკვანძო) იყო.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში „რეალმა“ მე-11 წუთზე, მბაპეს ზუსტი პენალტით გახსნა. 21-ე წუთზე ბელინგემმა სხვაობა ორამდე გაზარდა, 36-ე წუთზე კი დიომანდემ მასპინძლებს მესამე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილმა „რასინგის“ შემადგენლობაში მე-6 მატჩი ჩაატარა და საგოლე მოქმედება ჯერჯერობით, არ ჰქონია.
11 ტურის შემდეგ „რასინგი“ სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება, „რეალი“ კი 27 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. გულიაშვილის გუნდი მომდევნო ტურში „მალაგას“ ესტუმრება. მატჩი 7 ნოემბერს გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს