საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო | მონცა ზედიზედ მესამედ დამარცხდა

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ბოლონიამ შინ მონცა 2:1 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძემ ზედიზედ მეხუთედ ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში კი ზედიზედ მეოთხედ მოხვდა. ბოლო სანაკრებო პაუზასთან შედარებით განსხვავებული ვითარებაა, საბას რეგულარული სათამაშო დრო აქვს, კარგ ფორმაშია. გაშვებულ გოლებში მისი ბრალი არაა, დღეს მოედანზე 90 წუთი იყო.

Sofascore-მა საბას 7,2 დაუწერა, რაც მონცაში ყველაზე მაღალი შეფასებაა. გოგლიჩიძემ სახიფათო მდგომარეობა 7-ჯერ განმუხტა. ბურთი 2-ჯერ დაიბრუნა, ერთხელ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა. მინდორზე 12-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 8-დან - 3. ვარდნის 6 მცდელობა ჰქონდა, 6-დან 2 წარმატებული იყო. მეტოქის ნახევარზე 5-დან 3 პასი ზუსტად შეასრულა, საკუთარ ნახევარზე 20-დან - 19. 

Whoscored-მა საბა თავის გუნდში მესამეზე გაიყვანა - 7,01 დაუწერა.

შეგახსენებთ, 22 წლის ცენტრალური მცველი უდინეზეს საკუთრებაა და მონცაში 1-წლიანი იჯარით თამაშობს.

სერია A-ში მონცა ზედიზედ მესამედ დამარცხდა, ათ მატჩში 7 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის მე-16 ადგილზეა, თუმცა შესაძლოა ტურის დასრულების შემდეგ უფრო დაბალ საფეხურზე აღმოჩნდეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „თავდაჯერებულია და მრავალმხრივი“ - უდინეზეს მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
    „თავდაჯერებულია და მრავალმხრივი“ - უდინეზეს მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე