გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კეტელარე, კვერნაძე, პოლიტანო | ქართველი სერია A-ს ტურის სიმბოლურშია

Sofascore-მა საკუთარ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში „ფროზინონეს“ ქართველი გარემარბი გიორგი კვერნაძე შეიყვანა.

ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: პიერლუიჯი გოლინი (რომა), ხოან ვასკესი (ჯენოა), ლეო ოსტიგორი (ჯენოა), ხოან რამონი (კომო), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), სამუელ მბანგულა (ბოლონია), შარლ დე კეტელარე (ატალანტა), ედოარდო ლული (რომა), მატია ძაკანი (ლაციო), დანიელ ბირლიგეა (ვერონა) და მატეო პოლიტანო (ნაპოლი).

სექტემბერ-ოქტომბერის სანაკრებო პაუზის შემდეგ, 23 წლის ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“, „სასუოლოსთან“ და „ატალანტასთან“ მატჩებში საგოლე მოქმედება არ ჰქონდა. სამი ნაკლებად პროდუქტიული მატჩის შემდეგ, კვერნაძემ „ლეჩესთან“ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და პენალტი გამოიმუშავა.

მიმდინარე სეზონში ქართველმა გარემარბმა იტალიის სერია A-ში 9 მატჩი ჩაატარა (756 წუთი), 3 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა. გარდა ამისა, იტალიის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები