დინამო თბილისი, სანდრო მიქაუტაძე, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

„ამ გოლის ახსნა მხოლოდ გენეტიკას შეუძლია“ | Sofoot-ი დინამო-კოპენჰაგენს გამოეხმაურა

„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „კოპენჰაგენს“ ეთამაშება. ქართულმა კლუბმა პირველი შეხვედრა საკუთარ სტადიონზე გამართა და 3:0 გაიმარჯვა.

თორნიკე კვარაცხელიას ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა — დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი პასი კი სანდრო მიქაუტაძემ გამოიყენა. „დინამო თბილისისა“ და „კოპენჰაგენის“ მატჩი უცხოურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ფრანგულმა Sofoot-მა ქართველ ახალგაზრდებზე დაწერა.

„საქართველოში გამართულ შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ „კოპენჰაგენი“ კვარაცხელიასა და მიქაუტაძის გოლებით 3:0 დაამარცხა. დიახ, სწორად წაიკითხეთ, კვარაცხელიასა და მიქაუტაძის გოლებით. ამ უკანასკნელს „ვილიარეალის“ თავდამსხმელთან ნათესაური კავშირი არ აქვს და უბრალოდ მისი მოგვარეა, თორნიკე კვარაცხელია კი, რომელიც ნელ-ნელა ცნობილი ხდება, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმაა.

თორნიკემ მომენტი გამოიყენა და გოლის აღნიშვნით საკუთარ ძმას, რომელმაც ახლახან მძიმე ტრავმა მიიღო, პატივი მიაგო. მან გაიტანა გოლი, რომლის ახსნაც მხოლოდ გენეტიკას შეუძლია“, — წერს Sofoot-ი.

ცნობისთვის, „დინამო თბილისისა“ და „კოპენჰაგენის“ განმეორებითი შეხვედრა დანიაში, 4 ნოემბერს გაიმართება. „კოპენჰაგენის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, „დინამო თბილისი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „აქცენტი თავიდანვე მასზე უნდა გაეკეთებინათ“ - France Football-ის რედაქტორის კრიტიკა
    „აქცენტი თავიდანვე მასზე უნდა გაეკეთებინათ“ - France Football-ის რედაქტორის კრიტიკა