ლობჟანიძის საოცარი გოლი | სოლტ ლეიკი პლეი-ოფს უახლოვდება
MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში, საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკი“ სტუმრად „ოსტინს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
საბა ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
55-ე წუთზე, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 იყო, ქართველმა შემტევმა საკმაოდ ლამაზი გოლით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ამ გოლიდან მალევე კი „რეალ სოლტ ლეიკმა“ მეორე ბურთიც გაიტანა და საბოლოოდ, 2:1 გაიმარჯვა.
საბა ლობჟანიძემ MLS-ის მიმდინარე სეზონში „სოლტ ლეიკის“ მაისურით მე-17 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 4-4 გოლი და საგოლე გადაცემაა.
ქართველი შემტევის გუნდი MLS-ის დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და ამ მოცემულობით, პლეი-ოფის 1/16 ფინალში გადის. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტური არის დარჩენილი, უახლოეს მდევარ „ლოს ანჯელეს გალაქსისთან“ სხვაობა კი 1 ქულაა, ასევე 1 ქულაა სხვაობა „სოლტ ლეიკის“ ზემოთ მყოფ „სიეტლი სანდერსთან“ და „კოლორადო რაპიდსთან“. ლობჟანიძის გუნდს მომდევნო მატჩი 1 ნოემბერს, სტუმრად „სან ხოსე ეართქუიკსთან“ ელის.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს