მიკელ არტეტა
Aa
Aa

საფეხბურთო სასწაული კარაბაოს თასზე | ფლიტვუდმა არსენალი გააგდო

ინგლისის კარაბაო თასის მერვედფინალში საფეხბურთო სასწაული მოხდა. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ლონდონის „არსენალი“ „ჰაიბერი სთედიუმზე“ ჩავიდა, სადაც „ფლიტვუდს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა და „არსენალის“ კარი აარონ ლუპალო-ბიმ აიღო. „მეთოფეებმა“ წონასწორობა 50-ე წუთზე, ვიქტორ გიოკერეშის გოლით აღადგინეს. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. „ფლიტვუდმა“ ყველა პენალტი გაიტანა, ბრუნო გიმარაეშმა კი დარტყმა გააცუდა და „არსენალი“ ტურნირს გამოეთიშა.

„ფლიტვუდი“ ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში, ლიგა 2-ში ასპარეზობს და 13 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს. „ფლიტვუდი“ „არსენალზე“ 84 ადგილით დაბლაა და დიდი ტურნირის მეოთხედფინალში საკუთარ ისტორიაში პირველად გავიდა. „ინგლისის კარაბაოს თასის არსებობის 65-წლიან ისტორიაში ეს უდიდესი სენსაციაა“, — ასე ეხმაურება BBC მიკელ არტეტას გუნდის ფიასკოს.

„ფლიტვუდის“ მომდევნო მეტოქის ვინაობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც მერვედფინალური ეტაპის ყველა მატჩი ჩატარდება და წილისყრა გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გოლი კვარას სტილში აღნიშნა | სალიამ ნიუკასლის 21-წლამდე გუნდს მოაგებინა
    გოლი კვარას სტილში აღნიშნა | სალიამ ნიუკასლის 21-წლამდე გუნდს მოაგებინა