ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ეს საუკეთესო ჩხუბია, რაც კი ოდესმე მინახავს“ - ისლამის მწვრთნელი თოფურია-გეიჯიზე

ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა Submission Radio-სთან ინტერვიუს დროს ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საუკეთესო ბრძოლა იყო, რომელიც მას თავისი კარიერის განმავლობაში იხილა. მენდესმა აღნიშნა, რომ ამ ბრძოლას 9-ჯერ უყურა.

რას ამბობს მენდესი:

„ჩემთვის, დღემდე რაც კი მინახავს, თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება საუკეთესო იყო. ამ ბრძოლას უკვე ცხრაჯერ ვუყურე. ცხრაჯერ! აი, ასე ძალიან მომწონს. ზოგჯერ იმ მებრძოლების ჩხუბებსაც კი არ უყურებ ამდენჯერ, ვისთანაც საბრძოლველად ემზადები. ხაბიბისა და კონორის დაპირისპირებას მხოლოდ სამჯერ ვუყურე, ამას კი - ცხრაჯერ. ხაბიბისა და კონორის ჩხუბი ცალმხრივი იყო, ერთადერთი კონკურენტული მომენტი მესამე რაუნდში ვიხილეთ, როცა ხაბიბმა დგომში ბრძოლა გადაწყვიტა, დანარჩენ რაუნდებში კი მან მეტოქე უბრალოდ გაანადგურა.

ეს ბრძოლა კი დასაწყისიდან ბოლომდე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი არაა, ვინმემ მითხრას, რომ ცალმხრივი იყო. MMA-ს ისტორიაში სად გინახავთ, რომ ინიციატივა ასე ხშირად გადადიოდეს ხელიდან ხელში? არსად. სწორედ ამიტომ ვარ ორივე მათგანით ასე აღფრთოვანებული, რადგან ბოლომდე არ ვიცოდი, ვინ მოიგებდა. ორივეს დიდი გულშემატკივარი ვარ. შეიძლება თოფურიასთან ბრძოლა მოგვიწიოს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ მისი ფანი არ ვარ. ჯასტინ გეიჯი კი ყოველმხრივ კარგი ადამიანია. ვისაც ის არ მოსწონს, ნამდვილი ნაძირალაა, რადგან ის ცუდს არავისზე ამბობს. თოფურია თრეშ-თოქს იყენებს, მაგრამ ოჯახს და სხვა ადამიანებს არ ეხება, ყველაფერს სპორტულ ფარგლებში ტოვებს. ამიტომ, მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს და მის შესაძლებლობებს ძალიან ვაფასებ. ვიმედოვნებ, რომ ის იმაზე ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუ ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს, მინდა, საუკეთესო თოფურიას ვეჩხუბოთ და არა ფორმიდან ამოვარდნილს, რადგან თუ საუკეთესოობა გსურს, საუკეთესო უნდა დაამარცხო. ჩემი აზრით, ის ჯერ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესოა.“

ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა თეთრ სახლში 15 ივნისს გაიმართა და ამერიკელმა სენსაციურად, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა, რითაც ქართველმა მებრძოლმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ილია შესანიშნავი მებრძოლი და კარგი ადამიანია, მაგრამ...“ - ვოლკანოვსკის თოფურიასთან რემატჩი სურს
    „ილია შესანიშნავი მებრძოლი და კარგი ადამიანია, მაგრამ...“ - ვოლკანოვსკის თოფურიასთან რემატჩი სურს