„არ შეიძლება, რომ იანმა და მერაბმა ყოველთვე იჩხუბონ?“ - UFC-ის მებრძოლების შეფასებები
UFC-ის ყოფილმა და მოქმედმა მებრძოლებმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბი შეაფასეს. მებრძოლების უმეტესობამ იანისა და დვალიშვილის მიერ გაწეულ ძალისხმევას გაუსვა ხაზი.
დიეგო ლოპესი: შესანიშნავი ჩხუბი იყო!
მეთ ბრაუნი: რატომ არ შეიძლება, რომ იანისა და მერაბის ჩხუბი ყოველთვე გაიმართოს?
დომინიკ კრუზი: ტოპ-პერფორმანსი ორივე ჩემპიონისგან.
ადრიან იანეზი: ბრწყინვალე ტრილოგია! სიამოვნებით ვნახავდი სერიას 3 გამარჯვებამდე.
 
ტერენს მაკკინი: პიოტრმა მერაბს ხელი ან მაჯა დაუზიანა, მერაბი კი ნამდვილი მეომარია! შესანიშნავი ბრძოლა იყო!
 
ჰენრი სეხუდო: საწყის რაუნდებში მერაბის მხრიდან უდიდესი ზეწოლა იყო, საოცარ ტემპში იბრძოდა, მაგრამ თანდათან იანმა დარტყმებს უმატა და ინიციატივა თავის ხელში ჩაიგდო.
 
ბელალ მუჰამედი: პიოტრ იანმა გაძლო იქამდე, როცა მერაბის კარდიო ამოიწურა. ეს უბრალოდ დაუჯერებელია!
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ჩხუბში პიოტრ იანთან ამჯერადაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს