მიქაუტაძის გამარჯვების გოლი - ვილიარეალმა ვალენსიას მოუგო
ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში ვალენსიური დერბი შედგა, რომელშიც „ვალენსიას“ „მესტალიაზე“ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ესტუმრა.
ინიგო პერესმა ქართველი ფორვარდი თადარიგში დატოვა და თამაშში მხოლოდ 66-ე წუთზე ჩართო. მიქაუტაძემ ერთადერთი მომენტი გამოიყენა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა. Sofascore-მა გიორგის 7.6 ქულა დაუწერა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 დარტყმა კარში, 14 შეხება ბურთთან, 10-დან 7 ზუსტი პასი (70%), 1 საკვანძო პასი და 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა.
38-ე წუთზე „ღამურებმა“ პენალტი გამოიმუშავეს, რომელიც ზუსტად პეპელუმ შეასრულა. პირველი ტაიმი „ვალენსიამ“ მინიმალური ანგარიშით მოიგო, მეორეში კი, 69-ე წუთზე ალექს ფრიმენმა წონასწორობა აღადგინა. 79-ე წუთზე უხეშობისთვის მოედნიდან პაპე გეიე გააძევეს, 10 წუთში კი მოედანი ნაადრევად დატოვა ჰარვი ელიოტმა, 90+6 წუთზე კი მიქაუტაძემ „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ 3 ქულა მოუტანა.
მიქაუტაძის გოლი
10 მატჩის შემდეგ „ვილიარეალს“ 12 ქულა აქვს. მიქაუტაძის გუნდი სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზეა. 28 ოქტომბერს „ვილიარეალი“ სამეფო თასზე „მანაკორს“ ესტუმრება, 31 ოქტომბერს კი ლა ლიგის მორიგ ტურში „ესპანიოლს“ მიიღებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს