„ობიექტურად - შანსები 50/50-ზეა“ - ცარუკიანის პროგნოზი UFC 333-ზე
არმან ცარუკიანმა UFC 333-ის ტურნირის მთავარ ბრძოლებზე თავისი აზრი გააზიარა.
სომეხი მებრძოლის თქმით, ის გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ხედავს ღონისძიების მთავარ მოვლენაში, სადაც ევლოევი შეეცდება ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის წაართვას.
„რთულია პროგნოზის გაკეთება. აქ შანსები 50 50-ზეა. დარტყმითი ტექნიკა, გამოცდილება, პარტერში თამაში ვოლკანოვსკის მხარესაა. ევლოევს ახალგაზრდობა, ძალა, შესანიშნავი კარდიო აქვს. იმედი მაქვს, რომ ევლოევი გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ და ის იმსახურებს, რომ ჩემპიონი იყოს. ის არ არის ყველაზე სანახაობრივი მებრძოლი, მაგრამ ყველას ამარცხებს. ასეთი სტილი აქვს. თუ ვერ გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, არ გააგდებენ, მაგრამ ის აღარასოდეს იჩხუბებს ტიტულისთვის“,
- თქვა „ბეტმენმა“ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.
თანაბარ შანსებს ხედავს ის მეორე დაპირისპირებაშიც, სადაც პიოტრ იანი სუპერმსუბუქ წონაში ტიტულს მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ დაიცავს.
„იგივე სიტუაციაა აქაც. მე იანის გამარჯვებისკენ ვიხრები, მაგრამ ობიექტურად, შანსები 50 50-ზეა. რა თქმა უნდა, მინდა, რომ პიოტრმა მოიგოს - ჩვენ თანამემამულეები ვართ და ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ“,
- დასძინა ცარუკიანმა.
UFC 333-ის ღონისძიება ამაღამ აბუ-დაბიში, „ეტიჰადის“ არენაზე გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს