მერაბ დვალიშვილი, სონგ იადონგი
Aa
Aa

დვალიშვილი: იანის შემდეგ მინდა 14 ნოემბერს ნიუ იორკში ვიჩხუბო

ამ შაბათს მერაბ დვალიშვილი შეეცდება დაიბრუნოს UFC-ის საჩემპიონო ქამარი სუპერმსუბუქ წონაში პიოტრ იანის წინააღმდეგ ტრილოგიის დასკვნით დაპირისპირებაში, რის შემდეგაც „მანქანა” გეგმავს, ამ ბრძოლიდან უკვე სამ კვირაში კვლავ გავიდეს ოქტაგონზე.

მერაბის თქმით, ის მზადაა 14 ნოემბერს ნიუ-იორკში UFC 334-ის ტურნირში მიიღოს მონაწილეობა და ჩინეთის წარმომადგენელ სონგ იადონგს შეხვდეს.

„არ ვნანობ, რომ შარშან ასეთი მჭიდრო გრაფიკი მქონდა. კმაყოფილი ვარ, მარცხის მიუხედავადაც. ყველაფერი ნორმალურადაა, ეს სპორტის ნაწილია. მაგრამ თუკი კვლავ შემომთავაზებთ პიოტრ იანთან ჩხუბს ტიტულის დაცვიდან ორ თვეში, ახლა აღარ დავთანხმდები, რადგან მასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად მეტი დრო მჭირდება. მაგრამ ყველა დანარჩენთან საჩხუბრად მზად ვარ. მაგალითად, შემიძლია სონგ იადონგს ნოემბერში ნიუ-იორკის ტურნირზე შევხვდე.

როდესაც იანს დავამარცხებ, მაგარი იქნებოდა, სონგი მზერების დუელზე რომ გამოეყვანათ. იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ის შემდეგი პრეტენდენტია. აქ განსახილველიც არაფერია. და რომც წავაგო, მაინც უნდა ვეჩხუბო მას. რადგან თუ პიოტრი დამამარცხებს, სონგი იანს არ უნდა ეჩხუბოს, რადგან პიოტრმა ის უკვე დაამარცხა“,

- ციტირებს დვალიშვილს გამოცემა MMA Fighting.

პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დღეს ღამით აბუ-დაბიში გასამართი UFC 333-ის ტურნირის მეორე მთავარი მოვლენის სტატუსი აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები