„მერაბს შეუძლია, მოსაგებად გზა იპოვოს“ | ჟორჟ სენ-პიერის პროგნოზი ტრილოგიაზე
ლეგენდარულმა ჟორჟ სენ-პიერმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე ისაუბრა. კანადელი მებრძოლი „მანქანის“ მხარესაა და თვლის, რომ ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს.
„ტრილოგიაში გაიმარჯვებს ის, ვინც ადაპტაციას ყველაზე კარგად გაივლის. მერაბი და იანი ერთმანეთს შესანიშნავად იცნობენ და ეს ჩხუბი საბრძოლო სტილების დაპირისპირებაა. დვალიშვილს თეიქდაუნების შესრულება ბრწყინვალედ გამოსდის და რეკორდიც აქვს, მაგრამ ბოლო ჩხუბში იანი მისთვის ძალიან კარგად მოემზადა. პიოტრი ძალიან მრავალმხრივი მებრძოლია, მერაბის ძლიერი მხარე კი ყველამ ვიცით, რაც არის.
იანი საოცარი მებრძოლია და ყველგან მაგარია. ორივეს დიდი გამოცდილება აქვს და მომენტუმი პიოტრის მხარესაა, რადგან ბოლო ბრძოლაში გაიმარჯვა, თუმცა ვფიქრობ, მერაბს შეუძლია, ყველა შოკში ჩააგდოს და მოსაგებად გზა იპოვოს. რთული ორთაბრძოლაა, მაგრამ არჩევანს რომ ვაკეთებდე, მერაბს ავირჩევდი. მას მოსაგებად გზის პოვნა შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ ორივე მებრძოლმა წონა წარმატებით ჩააბარა და მათი დაპირისპირება ღონისძიების თანამთავარი მოვლენაა. მერაბისა და იანის ჩხუბს თბილისის დროით, დაახლოებით, 23:30 საათიდან ვიხილავთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს