ბასილაშვილმა ციციპასი დაამარცხა და ალმათის ტურნირის ფინალშია
ალმაათის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და სამ სეტში - 6:4, 6:7 (5-7), 6:3 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს (ციციპასი ამჟამად 39-ე ჩოგანია, ბასილაშვილი კი 128-ე გახლავთ).
8.8 Performance Rating???? Basilashvili clinches the first set 6-4 over Tsitsipas in today’s first SF! #AlmatyOpen https://t.co/omI2BW6GMn
— Tennis TV (@TennisTV) October 24, 2026
ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:4 მოიგო და აშკარა იყო, რომ ციციპასის წინააღმდეგ გათამაშებებში საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა. რაც შეეხება მეორე სეტს, ბერძენმა თამაში ოდნავ გამოასწორა, თუმცა ქართველს პოზიციები არ დაუთმია - 6:6 და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა.
CLUTCH ???? Basilashvili saves a set point in sensational style! #AlmatyOpen https://t.co/3XAjAaGe5O
— Tennis TV (@TennisTV) October 24, 2026
ტაიბრეიკზე ნიკამ 4:2-ზე სერიოზული უპირატესობა გაუშვა ხელიდან და საკუთარი ჩაწოდება დათმო. ამ შეცდომის შემდეგ ციციპასმა ტაიბრეიკი შემოაბრუნა და 7:5-ის მოგება შეძლო - 1:1.
მესამე და გადამწყვეტ სეტში ნიკა გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მეტოქის ჩაწოდებებზე მეტად იბრძოდა, ვიდრე ბერძენი. საბოლოოდ, 6:3 და ნიკოლოზ ბასილაშვილი 2022 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ფინალში!
First final since 2022 ???????? Nikoloz Basilashvili prevails in a 6-4 6-7 6-3 tussle vs Tsitsipas to reach the showpiece match! #AlmatyOpen https://t.co/xNDJHHOcoI
— Tennis TV (@TennisTV) October 24, 2026
შეგახსენებთ, რომ 1/16-ფინალში ნიკამ 2014 წლის US Open-ის გამარჯვებული ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა. შემდეგ იყო 1/8-ფინალში არგენტინელი ფაკუნდო დიას აკოსტა და 1/4-ფინალში ფრანგი ადრიან ანარინო - ბასილაშვილმა ყველა მათგანს 2:0 მოუგო.
აქვე გეტყვით, რომ მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს რუსი დანილ მედვედევი (5) და ყაზახი ალექსანდრ ბუბლიკი (19) დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დღეს 17:00-ზეა ჩანიშნული. ფინალი კი 25 ოქტომბერს, კვირას 15:00-ზე გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს