ალმატის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა
ყაზახეთის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტარო დანიელს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:2 7:5 დაამარცხა.
ბასილაშვილმა აქტიურად დაიწყო და მეტოქის პირველივე ჩაწოდებაზე ბრეიკი შეასრულა, თუმცა უმალ უკუბრეიკი მიიღო და წონასწორობა აღდგა.
ნიკოლოზი დიდებულად თამაშობდა და იაპოენლის კიდევ 2 ჩაწოდება მოიგო, რაც სეტის ლოგიკურ ანგარიშზე აისახა.
მეორე სეტი განსხვავებული იყო. ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ და მე-12 გეიმამდე ბრეიკი არ შედგა.
მე-12 გეიმში, იმ დროს, როდესაც ბასილაშვილი 6:5 იგებდა, ბრეიკი შეასრულა და მატჩი მოიგო. ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ალმატის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში ადამ ულტონს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად ATP რეიტინგში 99-ე ადგილს იკავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს