ბითაძის უქულო მატჩი - 3 მოხსნა 5 წუთში
„ორლანდომ“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პრესეზონი „მაიამისთან“ საშინაო მატჩით დაასრულა და ფლორიდული დერბი 21-ქულიანი სხვაობით, 136:115 მოიგო. სამწუხაროდ, გოგა ბითაძეს მასპინძლების შემადგენლობაში მცირე სათამაშო დრო მიეცა, რაც მის შედეგიანობაშიც ცუდად აისახა და გოგამ თამაში უქულოდ დაასრულა.
ბითაძე „მეჯიქის“ შემადგენლობაში პარკეტზე მეოთხე პერიოდში გამოჩნდა და 5 წუთსა და 13 წამში 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ საშუალო დისტანციიდან ჩაგდება ერთხელ სცადა, თუმცა სიზუსტე დააკლდა. სამი მოხსნიდან ორი თავდასხმაში ასპარეზობის დროს შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, NBA-ს პრესეზონი ფარგლებში „ორლანდომ“ 4 მატჩიდან 3 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. „მაიამის“ (136:115) გარდა, „მეჯიქმა“ „კლივლენდ კავალიერსი“ (132:116) და „მემფის გრიზლისი“ (122:118) დაამარცხა, ხოლო ერთი მარცხი იმავე „კლივლენდთან“ (105:119) დაფიქსირდა. აქვე გეტყვით, რომ გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული გათამაშების პირველ ტურში „ატლანტა ჰოუქსს“ შეხვდებიან და შეხვედრა 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს