სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„შეუძლია, გუნდის მესამე საუკეთესო შემტევი იყო“ | Sports Illustrated მამუზე წერს

ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ, Sports Illustrated-მა, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ის კალათბურთელები შეაფასა, რომლებიც გუნდმა თავისუფალი აგენტების ბაზარზე დაიმატა. სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში სანდრო მამუკელაშვილიც მოექცა და Sports Illustrated-მა „მამუს“ მრავალმხრივობა გამოარჩია.

„მამუკელაშვილი გუნდისთვის ნამდვილი ენერგიის წყაროა. სანდროს, თავისი მრავალმხრივობის წყალობით, მარტივად შეუძლია, შეტევაში „ლეიკერსის“ მესამე საუკეთესო მოთამაშე იყოს. 27 წლის კალათბურთელმა კარიერის საუკეთესო სტატისტიკა გასულ სეზონში დააფიქსირა, თუმცა მომდევნო სეზონს აქვს პოტენციალი, მისთვის უკეთესი აღმოჩნდეს.

მამუკელაშვილის უნარი, ითამაშოს როგორც ქულების ამღებად, ისე გამთამაშებლის პოზიციაზე, შესაძლოა, ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გვერდით ძალიან ღირებული აღმოჩნდეს. სწრაფ შეტევებში თანაგუნდელებისთვის მომენტების შექმნის მის უნარს შეუძლია დონჩიჩსა და რივზს დატვირთვა მოუხსნას“, — წერს Sports Illustrated-ი.

შეგახსენებთ, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ რეგულარული სეზონის დაწყებამდე პრესეზონის ერთი თამაში დარჩა და 17 ოქტომბერს „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდება. ლოსანჯელესელები რეგულარულ სეზონს 22 ოქტომბერს, „გოლდენ სტეიტთან“ მატჩით დაიწყებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ფავორიტი პიოტრ იანია“ | ხავიერ მენდესი დვალიშვილის მოახლოებულ ტრილოგიაზე
    „ფავორიტი პიოტრ იანია“ | ხავიერ მენდესი დვალიშვილის მოახლოებულ ტრილოგიაზე