მარკის რიდის 22 ქულა - ბაჰჩეშეჰირმა მანრესას მოუგო
საკალათბურთო ევროთასის მესამე ტურში „ბაჰჩეშეჰირი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული გამთამაშებელი მარკის რიდი იცავს, „მანრესას“ დაუპირისპირდა და 100:88 გაიმარჯვა.
მარკის რიდმა პარკეტზე 21:47 წუთი გაატარა და ამ დროში 22 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. რიდმა 12-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი რვავეჯერ ზუსტად ისროლა.
„ბაჰჩეშეჰირის“ რიგებში ის ყველაზე შედეგიანი იყო, „მანრესას“ კი 21 ქულით ტიმი ალენმა ულიდერა.
22 sayı, 4 ribaund, 2 asist, bir galibiyet daha. ???? Marcquise Reed was on fire tonight! ???? ❤️???? #LightTheFire https://t.co/AhYD9S7d7L
— Bahçeşehir Koleji Spor Kulübü (@BKBasketbol) October 13, 2026
„ბაჰჩეშეჰირმა“ ევროთასზე 3-დან 3 მატჩი მოიგო და მომდევნო ტურში 21 ოქტომბერს „ბოსნას“ ესტუმრება, მანამდე კი 17 ოქტომბერს თურქული სუპერლიგის ფარგლებში გასვლაზე „ბურსასპორს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს