„პსჟ ყველა სხვა გუნდზე ერთი თავით მაღლა დგას“ - დიუგარი
საფრანგეთის ნაკრების ექსფეხბურთელმა, კრისტოფ დიუგარიმ „მანჩესტერ სიტისთან“ „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვება შეაფასა.
„პირველი ტაიმი შეუდარებელი იყო. პარიზელების გზავნილი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, როგორც კი ისინი ტემპს ცვლიან, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. საკმარისია ოდნავ მეტი ძალისხმევა და პსჟ მატჩის ბედს მომენტალურად წყვეტს.
მართალია, მეორე ტაიმში „სიტიმ“ პარიზელებს პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პსჟ-მ ყურადღება მოადუნა. ენრიკეს გუნდი ყველა დანარჩენზე ერთი თავით მაღლაა“.
ცნობისთვის, „სიტისთან“ გასვლით მატჩში პარიზელებმა პირველ ტაიმში სამი გოლი გაიტანეს (დუე, დემბელე, ვიტინია). მეორე ტაიმში ერლინგ ჰოლანდმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგნეს აკლიუშმა სხვაობა ისევ სამამდე გაზარდა, შემდეგ კი ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მე-3 ტურის შეხვედრას პსჟ მომდევნო სამშაბათს, საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს