„ვფიქრობ, ამ ზაფხულს ჩემი დრო ამოიწურება“ - ნოიერი კარიერას ასრულებს
ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა გერმანულ პრესასთან განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს.
რას ამბობს ნოიერი:
„ვფიქრობ, ამ ზაფხულს აქ ჩემი დრო ამოიწურება. ჯერჯერობით კი უბრალოდ ვცდილობ, დარჩენილი დროით ვისიამოვნო. გასულ სეზონში უკვე 85%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ კარიერას დავასრულებდი. თუმცა, შესანიშნავი გუნდი გვყავს, ზებენერშტრასეზე კი ახლა იმაზე უკეთესი ატმოსფეროა, ვიდრე ოდესმე. ეს ეხება როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე კულისებს მიღმა მომუშავე ყველა თანამშრომელს. აქ ყოფნა ნამდვილი სიამოვნებაა. გუნდში საოცარი გარემო სუფევს. სწორედ ამიტომ ვრჩები კლუბის ერთგული მთელი ამ წლების განმავლობაში. აქ თამაში მართლა ძალიან მომწონს“.
ცნობისთვის, 40 წლის ნოიერი ამჟამად ტრავმირებულია და „ბაიერნს“ სავარაუდოდ, იანვრამდე ვერ დაეხმარება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს