„როცა 50 წამით ადრე 7 ქულით წინ ხარ...“ - იანისი საქართველოსთან მარცხზე
საბერძნეთის კალათბურთელთა ნაკრების ლიდერმა, იანის ანტეტოკოუნმპომ, რომელიც, NBA-ში სხვა მოთამაშე კალათბურთელების მსგავსად, ამ სანაკრებო მატჩებში თავის ეროვნულ გუნდს ვერ ეხმარება, საბერძნეთი-საქართველოს მატჩზე ისაუბრა, რომელიც „ჯვაროსნებმა“ ოვერტაიმში მოიგეს.
„როცა 50 წამით ადრე 7 ქულით წინ ხარ, ასეთი მატჩი არ უნდა წააგო. მჭიდრო კონტაქტი მაქვს გუნდთან, რამდენადაც ეს ამერიკიდან არის შესაძლებელი. ვესაუბრები თანაგუნდელებს და ჩემს ძმებსაც. ეს მატჩი უკვე მოგებული გვქონდა...
იმედია, დარჩენილ სამივე მატჩს მოვიგებთ, მათ შორის ხვალ, ესპანეთთან. ვიცი, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ და ბოლომდე დაიხარჯებიან“.
ცნობისთვის, 4 მოგებითა და 5 წაგებით საბერძნეთის ნაკრები მეხუთე ადგილზეა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად თითქმის შეუსრულებელი მისიის წინაშე დგას. დარჩენილ 3 მატჩში ბერძნები ესპანეთს (სტუმრად) და უკრაინას (შინ) შეხვდებიან, შესარჩევს კი 2027 წლის მარტში თბილისში, საქართველოს ნაკრებთან მატჩით დაასრულებენ.
რაც შეეხება ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს, საქართველოს ნაკრებს 6 მოგება და 3 წაგება აქვს და მეორე ადგილზეა. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე პორტუგალიაა, რომელსაც 29 ნოემბერს დავუპირისპირდებით.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს