მესუთ იოზილი
Aa
Aa

იოზილი: ვგმობ საქართველოს პოლიციის ჩარევას ბეშიქთაშის ქომაგების წინააღმდეგ

ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეხუთე ტურში „ბეშიქთაში“ „ჰაპოელ ბეერ შევას“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. უეფამ უსაფრთხოების ზომების გამო, მატჩი თურქეთიდან საქართველოში გადაიტანა და შეხვედრას „ბათუმი არენამ“ უმასპინძლა. თამაშს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის დაწყებამდე ადგილობრივ პოლიციელებსა და თურქ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია შეხვედრის დროსაც უაღრესად დაძაბული იყო. ერთ მომენტში „ბეშიქთაშის“ ფანები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს წიწაკის სპრეის გამოყენება მოუწიათ, რასაც მატჩის დროებით შეჩერება მოჰყვა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მესუთ იოზილმა განცხადება გაავრცელა:

„ვგმობ საქართველოში პოლიციის ჩარევას „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ, რომლებიც პალესტინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას უჭერდნენ მხარს.

ვულოცავ და მადლობას ვუხდი „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს ამ ღირსეული პოზიციისთვის, რადგან ისინი არ გაჩუმდნენ პალესტინაში მიმდინარე უსამართლობის ფონზე და კაცობრიობის საერთო სინდისს გაუწიეს ანგარიში.

გამოჯანმრთელებასა და გამძლეობას ვუსურვებ ყველა გულშემატკივარს, ვინც ამ ჩარევის შედეგად დაზარალდა''.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა (იხილეთ).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები