გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - კვერნაძე ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს

იტალიური მედია, გიორგი კვერნაძესა და „ფროზინონეს“ შორის არსებულ მოლაპარაკებებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მხარეები შეთანხმებას უახლოეს პერიოდში მიაღწევენ.

რა წერია სტატიაში:

უახლოეს პერიოდში შედგება გადამწყვეტი შეხვედრა ხელშეკრულების გახანგრძლივებასა და პირობების გადახედვასთან დაკავშირებით. კლუბსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, შესაბამისად, საქმე საბოლოო შეთანხმებისკენ მიდის. ვადები დეტალურად ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, თუმცა თავად კვერნაძის სურვილის წყალობითაც, ვითარება სულ უფრო პოზიტიური ხდება. იდეა ისაა, რომ მოქმედი კონტრაქტის ვადა (2028 წლის 30 ივნისი) 2031 წლამდე გაგრძელდეს. ერთი სიტყვით, „ფროზინონეს“ კვლავ შეუძლია გაიღიმოს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში სერია A-ში 12 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაა. ასევე, ქართველმა შემტევმა თავი „კოპა იტალიაზე“ გატანილი ორი გოლითაც გამოიჩინა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვერნაძე გასპერინის სათამაშო სტილს ვერ მოერგება“ - ალფრედო პედულა
    „კვერნაძე გასპერინის სათამაშო სტილს ვერ მოერგება“ - ალფრედო პედულა