„კვერნაძე გასპერინის სათამაშო სტილს ვერ მოერგება“ - ალფრედო პედულა
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ინსაიდერმა, ალფრედო პედულამ „ფროზინონეს“ ქართველ გარემარბზე, გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა.
„რომას“ გაძლიერება სჭირდება, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ კონტექსტში გიორგი კვერნაძეს ხშირად ახსენებენ, ერთ რამეს განვმარტავ. რა თქმა უნდა, კვერნაძე ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ „ფროზინონემ“ უკვე განაცხადა, რომ იანვარში წამყვან მოთამაშეებს არ გაყიდის. ერთ რამეს დავამატებ: თუ კლუბმა არ მიიღო ისეთი ხელსაყრელი შეთავაზება, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელი იქნება, კვერნაძე იანვარში არსად წავა.
გასათვალისწინებელია მეორე ფაქტორიც. ყველამ იცის გასპერინის სათამაშო სტილი და კვერნაძე ამ სტილს არ ერგება. საუკეთესო თვისებების გამოსავლენად ქართველს ღია სივრცე სჭირდება, სადაც ის სისწრაფეს განავითარებს და ტექნიკის დემონსტრირებას მოახდენს. გასპერინის გუნდები ასე არ თამაშობენ: მას სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგაც კი რაიმე არაორდინალურს გააკეთებენ და განსხვავებას შექმნიან. ასე რომ, კვერნაძე გასპერინის მოთხოვნებს არ შეესაბამება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვერნაძემ 13 მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს