რონალდუს 987-ე და ფელიქსის დაუვიწყარი გოლი - ალ ნასრიმ ალ სადს მოუგო
აზიის ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრიმ ალ სადს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
მასპინძლებისთვის მატჩი ცუდად დაიწყო, რადგან კინგსლი კომანმა ტრავმა მიიღო და მე-5 წუთზე შეცვალეს.
ამის შემდეგ, თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა. პორტუგალიელმა ლეგენდამ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავად შეასრულა და კარიერაში 987-ე გოლი გაიტანა.
22-ე წუთზე ვაადმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. აქვე გეტყვით, რომ თამაშგარე მდგომარეობის გამო რონალდუს გოლი არ ჩაუთვალეს.
ალ ნასრიმ მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო. 52-ე წუთზე ჟოაუ ფელიქსმა საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ე.გ. „მაკრატელა“ დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
ამ გამარჯვების შემდეგ, ალ ნასრის 9 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს, თუმცა არაბულ გუნდს სხვა კლუბებზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
შემდეგ ტურში, ალ ნასრი ალ ღაფარას ესტუმრება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს