ვაწაძის გამარჯვების გოლი - თბილისის დინამომ გაგრა დაამარცხა
Crystalbet ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის დინამო გაგრას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
გულშემატკივრებმა მხიარული და მომენტებით დახუნძლული მატჩი იხილეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქეცბაიას გუნდმა კარში ზუსტად 10-ჯერ დაარტყა, მასპინძლებმა კი 5-ჯერ.
ანგარიში 36-ე წუთზე ხარაიშვილის ბასით ბამ გახსნა და სტუმრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში გაგრა გააქტიურდა და 57-ე წუთზე გოშთელიანმა წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, დინამომ ზეწოლა გააძლიერა და არაერთი მომენტი შექმნა.
გამარჯვების მომტანი გოლი 82-ე წუთზე მათე ვაწაძემ გაიტანა და დინამო საჩემპიონო ბრძოლაში დატოვა.
ამ მომენტისთვის, თბილისურ კლუბს 62 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. ლიდერ იბერიას 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა მესამე პოზიციაზე მყოფ დინამო ბათუმს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. გამარჯვების შემთხვევაში, აჭარლები 65 ქულას დააგროვებენ და Crystalbet ეროვნულ ლიგის ლიდერები იქნებიან.
ფოტო - დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს