საბა ხარებაშვილი
Aa
Aa

კარგი ამბავი: ხარებაშვილმა ვარჯიში განაახლა და ბაშაქშეჰირში დღეს ითამაშებს

კრისტალსპორტის ინფორმაციით, თურქული „ბაშაქშეჰირის“ მარცხენა მცველმა საბა ხარებაშვილმა მუხლის ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში სამი დღეა, რაც განაახლა და დღეს სუპერ ლიგაში „ჩორუმის“ წინააღმდეგ ითამაშებს. დიდი ალბათობით, საბა დღეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი ქართველ ფეხბურთელს დიდ ნდობას უცხადებს. საბა 18 წლის 3 სექტემბერს გახდა და თურქულ კლუბში თამაშის უფლება სწორედ ამ თარიღის შემდეგ მიიღო. მას შემდეგ „ბაშაქშეჰირმა“ სუპერ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა: საბა 5-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო (მათ შორის, 3 შემთხვევაში სრული 90 წუთი ითამაშა), ერთხელ ცვლილებაზე შევიდა (სადებიუტო მატჩში „გალათასარაისთან“), ერთხელ სათადარიგოთა სკამზე დარჩა მატჩის ბოლომდე, ხოლო ერთი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა — „გიოზთეფესთან“.

18 წლის ხარებაშვილმა მე-10 ტურში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. „ბაშაქშეჰირმა“ „სამსუნსპორს“ 5:2 მოუგო, საბამ კი ორი საგოლე პასი შეასრულა. თურქეთში ავტორიტეტულმა გამოცემამ Asist Analiz-მა ის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ამასთან, Futbol Verileri-ის მონაცემებით, სუპერ ლიგის მე-10 ტურში ყველაზე მეტი სპრინტი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა — 25.

ნური შაჰინის გაწვრთნილმა „ბაშაქშეჰირმა“ სუპერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა — 5 გამარჯვება, 2 ფრე და 4 მარცხი. გუნდი 17 ქულით მე-9 ადგილზეა. დღეს „ბაშაქშეჰირი“ მე-11 ადგილზე მყოფ „ჩორუმს“ მიიღებს; მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ყველგან იყო“ | De Telegraaf-მა ეგოიანი ტურის სიმბოლურში შეიყვანა
    „ყველგან იყო“ | De Telegraaf-მა ეგოიანი ტურის სიმბოლურში შეიყვანა