გიორგი გაგუა, ცოტნე კაპანაძე
Aa
Aa

ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | კაპანაძის კარგი მატჩი და აღიარება სლოვაკეთში

სლოვაკეთის ჩემპიონატში გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის დუნაისკა სტრედამ კომარნოს დამაჯერებლად, 3:0 მოუგო. 15 ტურის შემდეგ ქართველების გუნდი 41 ქულით პირველზეა, უშუალო კონკურენტებს სლოვანსა და ჟილინას 10 ქულით უსწრებს.

მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ კომარნოსთან თავი კარგად წარმოაჩინა. სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 37-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა და Sofascore-მა საკმაოდ მაღალი შეფასება დაუწერა - 8,2.

ცოტნე თამაშში 2:0-ზე ჩაერთო, მესამე გოლის კომბინაციაში არ მონაწილეობდა. ამის მიუხედავად მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ გოლების ავტორებმა, რამადანმა (9.9) და ტრუსამ (8.4) მიიღეს.

Sofascore-მა ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

ცოტნე ბურთი 5-ჯერ დაიბრუნა, მეტოქის შეტევისას განხორციელებული პასი სამჯერ ჩაჭრა, მინდორზე 2-დან ორივე ორთაბრძოლა მოიგო, ერთხელ მეტოქის შეტევისას ვითარება განმუხტა, ერთი ვარდნა შეასრულა და წარმატებული იყო.

ცოტნე კაპანაძეს მენისკისა და ხელის მოტეხილობის გამო ორი ოპერაცია ჩაუტარდა. დაახლოებით სამთვენახევარი გაუცდა და 26 აგვისტოს შემდეგ პირველად პირველ ნოემბერს ბანსკა ბისტრიცასთან ითამაშა (13 წუთი), კომარნოსთან გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიიღო და ეს შანსი კარგად გამოიყენა.

ასევე გეტყვით, რომ ამ მატჩში გიორგი გაგუა სასტარტოში იყო, აქტიურობდა, პენალტი მოიპოვა, თუმცა შემდეგ დაშავდა, ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო მინდორს 6-8 კვირით ჩამოშორდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოპერაციას დღეს გაიკეთებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვინ გახდება ჩემპიონი | სუპერკომპიუტერი ფავორიტად იბერია 1999-ს მოიაზრებს
    ვინ გახდება ჩემპიონი | სუპერკომპიუტერი ფავორიტად იბერია 1999-ს მოიაზრებს