ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს - ბოლო ცნობები ალექსანდრე თოფურიას შესახებ
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან მარცხის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოცემა MMA Mania-ს ინფორმაციით, ალექსანდრე კლინიკაში პრევენციის მიზნით მოათავსეს, რათა თავისა და სახის არეში კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ჩატარებოდა. საბედნიეროდ, გამოკვლევების შემდეგ ქართველი მებრძოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა და მან მალევე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
ლუნასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით წაგებულ ბრძოლაში ალექსანდრემ 142 მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო, საპასუხოდ კი მხოლოდ 65 განახორციელა.
ასევე, ბრძოლის შემდეგ როგორც ილიას, ისე ალექსანდრეს განცხადებიდან გაირკვა, რომ უფროსმა თოფურიამ ორთაბრძოლის დასაწყისშივე მხარი ამოიგდო, რამაც, ბრძოლის მიმდინარეობასა და საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.
ცნობისთვის, ალექსანდრე თოფურიასთვის სანტიაგო ლუნასთან მარცხი UFC-ში პირველი, MMA-ის კარიერაში კი მეორე იყო. ამ დროისთვის ქართველი მებრძოლის ბალანსი 8 მოგება და 2 წაგებაა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს