ალჯამეინ სტერლინგი, კევინ ვალეხოსი
Aa
Aa

„ამაზე ცუდ სიტუაციაშიც ვყოფილვარ“ - სტერლინგი მარცხს არ ეთანხმება

UFC-ის გუშინდელი ღონისძიების დროს გამართული ჩხუბებიდან ყველაზე დიდი ხმაური ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში გამართულმა დაპირისპირებამ გამოიწვია, რომელსაც ძალიან დიდი ალბათობით ტიტულის მომდევნო პრეტენდენტი და ალექსანდრ ვოლკანოვსკის მომავალი მეტოქე უნდა გამოევლინა. ახალგაზრდა არგენტინელმა კევინ ვალეხოსმა გამოცდილი ალჯამეინ სტერლინგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს გამარჯვება მოჰპარეს, რასაც თავად ალჯოც უსვამს ხაზს.

რას ამბობს სტერლინგი

როდესაც მოწინააღმდეგესთან ერთად გალიაში შედიხარ, მას დარტყმებით აჯობებ და ფიქრობ, რომ ბრძოლა ასი პროცენტით მოგებული გაქვს. შესაძლოა, მისი კუთხის წევრებმა, რომლებიც ვალეხოსის არცთუ ბევრი დარტყმების შემდეგ სიხარულისგან ყვიროდნენ, მსაჯები თავის მხარეს გადაიბირეს? არ ვიცი, ჩემი დღე ნამდვილად არ გამოდგა, თუმცა უარეს სიტუაციებშიც ვყოფილვარ.

ცნობისათვის, კევინ ვალეხოსმა UFC-ში თავისი პირველი ხუთივე ბრძოლა მოიგო და 24 წლის არგენტინელმა ერთმანეთის მიყოლებით ჩოი სეუნგ-ვუ, გიგა ჭიკაძე, ჯოშ ემეტი და ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, 37 წლის ამერიკელს გუშინ განცდილი მარცხის შემდეგ ორმოგებიანი სერია შეუწყდა და მას ზედიზედ ბრაიან ორტეგა და იუსუფ ზალალი ჰყავდა დამარცხებული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მომწონს, როცა ილიას მადარებენ, თუმცა... | ვალეხოსმა თოფურიაზე ისაუბრა
    მომწონს, როცა ილიას მადარებენ, თუმცა... | ვალეხოსმა თოფურიაზე ისაუბრა