26-ე მსგავსი მატჩი - ჰარდენმა ბრაიანტს გაუსწრო
„ინდიანასთან“ გამართული შეხვედრა ჯეიმს ჰარდენს არასოდეს დაავიწყდება. „კლივლენდმა“ „პეისერსი“ 128:119 დაამარცხა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი „კავალიერსის“ 37 წლის კალათბურთელმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა და შეხვედრა 51 ქულით დაასრულა, რითაც ლეგენდარული კობი ბრაიანტის მიღწევა გააუმჯობესა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჰარდენისთვის ეს NBA-ში რიგით 26-ე მატჩი იყო, რომელშიც 50-ზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა, კობის კი ასეთი 25 თამაში ჰქონდა გამართული.
ჰარდენმა საერთო ჯამში პარკეტზე გატარებულ 40 წუთში 51 ქულის დაგროვების გარდა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან თერთმეტიდან შვიდი სამქულიანი, თხუთმეტიდან რვა ორქულიანი და თოთხმეტიდან თოთხმეტი საჯარიმო ჩააგდო. ჯეიმსმა ექვსივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობის დროს შეასრულა, ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, ბრაიანტის გასწრების შემდეგ იმ მატჩების რაოდენობით, რომელშიც კალათბურთელებმა 50-ზე მეტი ქულა დააგროვეს, ახლა ჯეიმს ჰარდენზე წინ მხოლოდ ორი მოთამაშე - უილტ ჩემბერლენი (118) და მაიკლ ჯორდანია (31).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს